ფეხბურთი | ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი ენცო მარესკა გახდა, ფეხბურთელი - იგორ ტიაგო #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინა. გამოკითხვის შედეგად ჯილდოები „ბრენტფორდის“ თავდამსხმელმა, იგორ ტიაგომ და ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ მოიპოვეს.
„ბრენტფორდის“ ბრაზილიელი ლეგიონერი იგორ ტიაგო პრემიერლიგაში ადაპტაციის პერიოდს წარმატებით გადის. გასულ თვეში თავდამსხმელმა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ენცო მარესკას, სპეციალისტმა „ჩელსის“ ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა, ხოლო ერთი შეხვედრა გუნდმა ფრედ ითამაშა. ლონდონურმა გუნდმა „ტოტენჰემი“, „ბარნლი“ და „ვულვზი“ დაამარცხა, „არსენალთან“ მატჩი კი 1:1 დასრულდა.
მარესკამ თვის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კარიერაში მეორედ მიიღო.