ფეხბურთი | იანვარში ინგლისური გრანდების მთავარი სამიზნე ანტუან სემენიო იქნება #1TVSPORT
ფეხბურთი | იანვარში ინგლისური გრანდების მთავარი სამიზნე ანტუან სემენიო იქნება #1TVSPORT

ზამთარში ინგლისის პრემიერლიგის გრანდებისთვის მთავარი სამიზნე „ბონრმუთის“ თავდამსხმელი ანტუან სამენიო იქნება, – ინფორმაციას ბრიტანული სპორტული მედია ავრცელებს.

მოთამაშის მიმართ ინტერესს „ჩელსიც“ შეუერთდა და სატრანსფერო დეტალებით დაინტერესდა. სემენიოს წარმომადგენლებთან კონტაქტზე არიან „მანჩესტერ იუნაიტედიც“ და „მანჩესტერ სიტიც“. „ბორნმუთის“ შემტევის კანდიდატურას ნოემბრიდან აკვირდება „ლივერპული“.

ანტუან სემენიოს გამოსასყიდი თანხა 65 მილიონ ფუნტს შეადგენს და ეს პირობა 10 იანვრამდეა ძალაში.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში გაირკვეს, რომელ ინგლისურ გრანდში გააგრძელებს „ბორნმუთის“ თავდამსხმელი კარიერას.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.