ფეხბურთი | გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის თასის გათამაშებიდან გამოთიშა #1TVSPORT
ფეხბურთი | გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის თასის გათამაშებიდან გამოთიშა #1TVSPORT

გერმანიის თასის 1/16-ფინალში ერთმანეთს ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ და გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ შეხვდნენ – „ჰამბურგმა“ მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარო შემადგენლობაში იყო, ზივზივაძე 72-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში 6.6 ქულით შეაფასეს. გოჩოლიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და 7.2 ქულა დაიმსახურა.

„ჰამბურგმა“ ერთადერთი გოლი პენალტით გაიტანა – საჯარიმო დარტყმა ზუსტად გლაცელმა შეასრულა და თავისი გუნდი გერმანიის თასის მერვედფინალში გაიყვანა.