ფეხბურთი | გიზო მამაგეიშვილი - მიხარია, რომ კონტრაქტი წამყვან ავსტრიულ კლუბთან გავაფორმე #1TVSPORT
გიზო მამაგეიშვილმა გრაცის „შტურმში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 22 წლის ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ავსტრიის ჩემპიონის წინასასეზონო შეკრებასა და სადებიუტო მატჩს.
„ძალიან მიხარია, რომ წამყვან ავსტრიულ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი. როგორც კი მათი ინტერესის შესახებ შევიტყვე, მაშინვე ოთარ კიტეიშვილს დავუკავშირდი – მან კი მხოლოდ დადებითი რამ მითხრა.
მოუთმენლად ველი გუნდის გაცნობას. იანვარში ერთად დავიწყებთ წინასასეზონო შეკრებას და წარმატების მისაღწევად მაქსიმალურად ვიშრომებ“, – ამბობს ავსტრიის ჩემპიონის ქართველი ახალწვეული.
საქართველოს ჩემპიონ „იბერიიდან“ გრაცის „შტურმში“ გადასულმა მამაგეიშვილმა ახალ კლუბთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. ეროვნული ლიგის გასულ სეზონში ნახევარმცველმა „იბერიის“ მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.