ფეხბურთი | გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ პორტუგალიის თასზე „სანტა კლარა“ დაამარცხა #1TVSPORT

02:04, 19.12.2025

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ პორტუგალიის თასზე „სანტა კლარას“ ესტუმრა და დაძაბული მატჩი 3:2 მოიგო.

ტაჩა დე პორტუგალის 1/8-ფინალურ შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა. ანგარიში „სპორტინგმა“ სწრაფად, მე-12 წუთზე სიმოეშის დარტყმით გახსნა, მაგრამ მასპინძლებმა ლუკას სოარეშის გოლით წონასწორობა 28-ე წუთზე აღადგინეს.

თამაშის ბოლოსკენ სენსაცია მწიფდებოდა – „სანტა კლარა“ 86-ე წუთზე გაბრიელ სილვამ დააწინაურა. მაგრამ 89-ე წუთიდან მასპინძლებს სამი მოთამაშე გაუძევეს და ცხადია, პორტუგალიის ჩემპიონმა ამით ისარგებლა. 90+14-ზე სუარესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 98-ე წუთზე იოანიდისმასპორტინგს“ გამარჯვება მოუტანა.

მსგავსი