ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „ვალენსია“ დაამარცხა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „ვალენსია“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ლა ლიგაში „ვალენსიას“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში მორიგი სამი ქულა მოიპოვა – 2:1.

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. გიორგიმ ამჯერად ვერ გაიტანა, მაგრამ ბოლო წამებზე თავის გამოჩენის რეალური შანსი ჰქონდა და ახლოდან კარს ააცილა.

ვილიარეალის“ დიდი უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში 27-ე წუთზე პენალტით ლარგი რამაზანმა გახსნა. მასპინძლებმა თამაში დროულად შემოატრიალეს – ოთხ წუთში სანტი კომესანიამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო შესვენებამდე (45+6) პაპე გუეიემ „ვალენსიის“ კარში დანიშნული პენალტი უნაკლოდ შასრულა.

ვილიარეალმა“ ამ მოგებით 51 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და მხოლოდ „ბარსელონასა“ (61) და „რეალს“ (60) ჩამორჩება.