ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „რეალ ოვიედოსთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

01:50, 24.04.2026

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ესპანეთის ლა ლიგის აუტსაიდერს, „რეალ ოვიედოს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე შესვენების შემდეგ, 46-ე წუთიდან შევიდა.

ანგარიში „ვილიარეალმა“ მე-13 წუთზე გახსნა. მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ნიკოლას პეპემ გამოიყენა. მასპინძლებმა წონასწორობა 68-ე წუთზე ილიას ჩაირას გოლით აღადგინეს.

ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ 62 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა და მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური თითქმის განაღდებული აქვს.

მსგავსი