ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „რაიო ვალეკანო“ დიდი სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატში „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო თერთმეტეულში იყო და პირველი გოლიც მისი პასით გავიდა – 22-ე წუთზე მან მორენოს გაატანინა. მიქაუტაძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
მეორე ნახევარში „ვილიარეალმა“ კიდევ სამი გოლი გაიტანა. თავის გამოჩენა მოლეირომ, კომესანამ და პერესმა მოახერხეს.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი 11 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 23 ქულით მეორე ადგილზეა.