ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „მალიორკასთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

18:14, 10.05.2026

„ვილიარეალი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, „მალიორკას“ ესტუმრა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა – 1:1.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგო იყო და მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, ამ დროისთვის ანგარიში უკვე 1:1 იყო. „ვილიარეალი“ 31-ე წუთზე პერესმა პენალტით დააწინაურა, შესვენებამდე წონასწორობა მურიქმა ​აღადგინა.

35 ტურის შემდეგ „ვილიარეალი“ 69 ქულით ლა ლიგაში მესამე ადგილზეა – ქართველის გუნდმა ახალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და დარჩენილ თამაშებში სამეულში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.

მსგავსი