ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „ალავესთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „ალავესთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგაში „ალავესს“ ესტუმრა და ბოლო წამებზე გატანილი გოლით ქულა მოიპოვა – 1:1.

მიქაუტაძემ თამაში სტუმართა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 84-ე წუთზე შეცვალეს – ქართველი თავდამსხმელი აქტიური იყო, მაგრამ ამჯერად თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

ალავესი“ მე-40 წუთზე რაფა მარინის ავტოგოლით დაწინაურდა. „ვილიარეალმა“ დიდი ძალებით შეუტია – კარგი მომენტი მიქაუტაძესაც ჰქონდა, მაგრამ მეკარემ მასპინძლები გადაარჩინა. „ვილიარეალმა“ მიზანს 90+8-ე წუთზე მაინც მიაღწია – ნიკოლას პეპემ ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა.

„ვილიარეალი“ 55 ქულით მე-3 ადგილზეა, მაგრამ მადრიდის „ატლეტიკოს“ (54) ჯერ ტურის მატჩი არ ჩაუტარებია და შანსი აქვს, „ვილიარეალს“ გადაასწროს.