ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ესპანეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ესპანეთის თასზე (კოპა დელ რეი) რანგით დაბალი, ლა ლიგა 2-ის ლიდერს, „სანტანდერს“ ესტუმრა და გათამაშებას გამოეთიშა 0:2.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ ამჯერად მიქაუტაძემ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
„სანტანდერი“ პირველივე ტაიმში არანას დუბლით დაწინაურდა. სტუმრებმა 86-ე წუთზე პერესის გოლით სხვაობა შეამცირეს და თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ, მაგრამ საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწიეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.