ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ჟირონასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ესპანეთის ლა ლიგაში „ჟირონას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 წააგო.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, აქტიუროად თამაშობდა, რამდენიმიე საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ მისი მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრის ერთდერთი გოლი „ვილიარეალის“ მცველმა, ნავარომ (45+1) საკუთარ კარში გაიტანა და „ჟირონამ“ სამი ქულა მოიპოვა.
ლა ლიგაში გამართული 30 ტურის შემდეგ „ვილიარეალი“ 58 ქულით მაინც მე-3 ადგილზეა და კონკურენტ მადრიდის „ატლეტიკოს“ (57) მინიმალური უპირატესობით ასწრებს.