ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ლა ლიგაში მესამე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში „ვილიარეალმა“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა – მასპინძელთაგან მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 79-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში 7.3 ქულით შეფასდა.
ლა ლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მიქაუტაძის ანგარიშზე სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
„ვილიარეალი“ 15 ტურის შემდეგ 35 ქულით მესამე ადგილზეა.