ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძემ 2026 წლის პირველ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა [ვიდეო] #1TVSPORT

23:39, 03.01.2026

გიორგი მიქაუტაძემ 2026 წლის პირველი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და „ელჩესთან“ გასვლით მატჩში „ვილიარეალის“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა – 3:1.

ვილიარეალმა“ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა – ქართველის საგოლე გადაცემით მასპინძლებს ალბერტო მოლეირომ გაუტანა. მე-13 წუთზე კი ნიკოლას პეპეს გადაცემით მიქაუტაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა.

ელჩემ“ 30-ე წუთზე მარტიმ ნეტოს დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 83-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ალფონსო პედრაზამ დააფიქსირა.

მეორე ტაიმში მიქაუტაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა. ქართველი ფორვარდი 75-ე წუთზე შეცვალეს, „ფლეშსკორმა“ მისი თამაში 8.1 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და მე-3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი