ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძე – ამხანაგური მატჩები ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა ლიეტუვის ნაკრებთან ამხანაგური მატჩზე, რომელიც „ჯვაროსნებმა“ მისი დუბლით 2:0 მოიგეს.
„ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა, რადგან ხანგრძლივი წარუმატებელი სერია გვქონდა. ზაფხულში კიდევ გვექნება ამხანაგური მატჩები, რაც ერთა ლიგის თამაშებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. შესვენებაზე სანიოლმა გვითხრა, რომ უფრო აქტიურად გვეთამაშა. ვფიქრობ, მეორე ტაიმმა კარგად ჩაიარა და საბოლოოდ მოვიგეთ.
გოლებით ხვიჩა კვარაცხელიას გადავასწარი, მაგრამ ჩვენ ამას არ ვუყურებთ, ორივეს მიზანია, რომ ეროვნულ ნაკრებს ყველა შეხვედრაში დავეხმაროთ.
მარტის სანაკრებო თამაშებს რაც შეეხება – ისრაელთან 2:2 კი დამთავრდა, მაგრამ 2:0-ს ვიგებდით და უნდა შეგვენარჩუნებინა. დღეს კი საქმე გამოვასწორეთ და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.