ფეხბურთი | გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT

„ჰამბურგმა“, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, გერმანიის ბუნდესლიგაში „ლევერკუზენს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მცველი „ჰამბურგის“ ძირითად შემადგენლობას თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა (სასტარტოში ბოლოს 13 დეკემბერს „ჰოფენჰაიმთან“ მატჩში იყო) და შეუცვლელად ითამაშა.

73-ე წუთზე „ლევერკუზენი“ კრისტიან კოფანეს ზუსტი დარტყით დაწინაურდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ბუნდესლიგაში გამართული 24 ტურის შემდეგ „ჰამბურგი“ 26 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.