ფეხბურთი | გიორგი გაგუა „ბისტრიცასთან“ მატჩის მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

09:08, 03.08.2026

სლოვაკეთის ნაიკის ლიგის მე-2 ტურში „კომარნომტრნავის „სპარტაკს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ხორხელი, რომელმაც 68 წუთი ითამაშა და კარგი შეფასება დაიმსახურა – 7,9 ქულა.

დუნაისკა სტრედამ“ საკუთარ მოედანზე „ბანსკა ბისტრიცას“ 2:0 სძლია. გიორგი გაგუა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, საგოლე გადაცემა შეასრულა და 8,3 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ცოტნე კაპანაძე კი ამჯერად დაასვენეს.

ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვა“ ბრატისლავაში „სლოვანს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

კოშიცე“ 3:3 დაუზავდა „ტრენჩინს“, რომლის განაცხადშიც გია ნადარეიშვილი იყო, მაგრამ არ უთამაშია. „სკალიცამ“ საშინაო არენაზე 2:1 დაამარცხა „რუზომბეროკი“. მასპინძელთა შორის 66-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილი გამოჩნდა.

ქართველების დაპირისპირება შედგა „მიხალოვცესა“ და „ჟილინას“ შეხვედრაში, რომლის ბედიც სტუმრებმა ბოლო წამებზე გადაწყვიტეს და 3 ქულა მოიპოვეს 1:0. თორნიკე ძოწენიძემ „მიხალოვცეს“ დაცვაში საუკეთესო შეფასება (7,2) მიიღო, ხოლო სტუმართა უკანახაზელს, სანდრო ნარიმანიძეს 7,4 ქულა დაუწერეს.

მსგავსი