ფეხბურთი | გია ცეცაძე - თუ ასე გავაგრძელებთ, ელიგის დებიუტანტი „რუსთავი“ მაღალ მიზნებს მიაღწევს #1TVSPORT
ფეხბურთი | გია ცეცაძე - თუ ასე გავაგრძელებთ, ელიგის დებიუტანტი „რუსთავი“ მაღალ მიზნებს მიაღწევს #1TVSPORT

„რუსთავის“ მწვრთნელმა, გია ცეცაძემ კომენტარი გააკეთა ეროვნულ ლიგაში ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოგებულ შეხვედრაზე, რაც სეზონის დებიუტანტი გუნდისგან საკმაოდ მოულოდნელი შედეგი აღმოჩნდა.

„ეს ეროვნულ ლიგაში ჩვენი პირველი მატჩი იყო. ძლიერ გუნდს შევხდით, ზოგ მომენტებში მეტოქეზე უკეთესადაც გამოვიყურებოდით.

ამ მოგებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, მაგრამ ამ შეხვედრიდან გამომდინარე ლოგიკა ასეთია – თუ დანარჩენ მატჩებსაც ასეთი კონცენტრირებულები ჩავატარებთ და საქმეს ისე გავაგრძელებთ, როგორც საჭიროა, შემდეგ ტურებში კიდევ უფრო უკეთესად უნდა ვითამაშოთ.

თუ ასე განვაგრძეთ, მაღალ მიზნებს მივაღწევთ“.