ფეხბურთი | ფრანგული გამოცემა – დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის რამდენიმე ნომინაციაში ლიდერობს #1TVSPORT

11:35, 17.02.2026

სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „გენგამი“ სტუმრად ზურიკო დავითაშვილის დუბლით 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზეა. ამას გარდა, ის სხვა ნომინაციებშიც ლიდერთა შორისაა – ამის შესახებ გამოცემა Butfootballclub-ი წერს.

„ზურიკო დავითაშვილმა „გენგამთან“ დუბლი შეასრულა, „სენტ-ეტიენი“ კი ამ მოგების (2:1) შემდეგ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა. ქართველი ფეხბურთელი ბომბარდირთა დავაში 10 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით კონკურენტებთან მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს – მას „გენგამის“ ფორვარდი ლუი მაფუტა (11 გოლი, 1 საგოლე გადაცემა) ასწრებს.

დავითაშვილი სხვა ნიმინაციებშიც მოწინავეთა შორისაა. ყოველი მატჩის შემდეგ Foot National-ის ვებგვერდი მწვრთნელებს მეტოქე გუნდებში საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებას სთხოვს – შაბათს „გენგამის“ მწვრთნელმა, სილვეინ რიპოლმა ხმა დავითაშვილს მისცა.

დავითაშვილი მიმდინარე სეზონში მწვრთნელებმა უკვე ექვსჯერ გამოარჩიეს. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ „დუნკერკის“ ნახევარმცველს, ენცო ბარდელისა (7) და „პოს“ თავდამსხმელს, ჯოვანი ვერსინის (13) ჩამორჩება“, – წერს გამოცემა.

მსგავსი