ფეხბურთი | ფიფა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდას გეგმავს #1TVSPORT
ფეხბურთი | ფიფა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდას გეგმავს #1TVSPORT

ფიფა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 32-დან 48-მდე გაზრდას განიხილავს. ინიციატივას მხარს უჭერს უეფა-ც, რადგან მთავარი მიზანი ტურნირზე მეტი ევროპული გრანდის მონაწილეობაა, – ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო უკმაყოფილო დარჩა წინა გათამაშების მიღმა ისეთი კლუბების დარჩენით, როგორებიც არიან „ლივერპული“ და „ბარსელონა“. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას გეგმავს ფიფა ტურნირის მასშტაბების გაზრდით.

მონაწილეთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, უეფა ფიფა-ს სთავაზობს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ოთხწლიანი ციკლის ნაცვლად, ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს, რაც, მათი შეფასებით, ევროპული გრანდების ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის.

უკვე გადაწყვეტილია, რომ მომდევნო გათამაშება 2029 წელს გაიმართება. მასპინძლობის მთავარ კანდიდატებად სახელდებიან ესპანეთი და მაროკო, რომელთათვისაც აღნიშნული ტურნირი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად განიხილება.

განახლებული ფორმატით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი გათამაშება 2025 წელს ლონდონის „ჩელსის“ გამარჯვებით დასრულდა.