ფეხბურთი | ფანგული გამოცემა - დასკვნით მატჩებში დავითაშვილის გამოკლება „სენტ-ეტიენისთვის“ დიდი დანაკლისია #1TVSPORT
ფეხბურთი | ფანგული გამოცემა - დასკვნით მატჩებში დავითაშვილის გამოკლება „სენტ-ეტიენისთვის“ დიდი დანაკლისია #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის ტრავმა „სენტ-ეტიენისთვის“ უდიდესი დარტყმაა, რადგან ქართველი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, რომელიც საგოლე შანსებს თავად ქმნის და ამას ლიგა 2-ში ნებისმიერ სხვა მოთამაშეზე უკეთ აკეთებს – ამის შესახებ გამოცემა Peuple-vert-ი წერს.

„ზურიკო დავითაშვილის ტრავმა „სენტ-ეტიენისთვის“ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა – ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის ბოლო ორ მატჩს გამოტოვებს. მთელი სეზონის განმავლობაში ის „სენტ-ეტიენის“ შეტევის მამოძრავებელი ძალა იყო, ჩემპიონატის დასკვნით მატჩებში მისი გამოკლება დიდი დანაკლისია.

დავითაშვილი შანსებს კი არ ელოდება, არამედ თავად ქმნის და ამას ლიგა 2-ში ნებისმიერ სხვა მოთამაშეზე უკეთ აკეთებს. მას აქვს უნარი, გოლი გაიტანოს მაშინ, როდესაც სახიფათო მომენტი თითქოს მოსალოდნელი არ არის, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებშია ღირებული. „სენტ-ეტიენს“ ბოლო ტურებში „როდეზსა“ და „ამიენის“ წინააღმდეგ უწევს თამაში, სადაც ყველა გოლი და ქულა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს – „როდეზს“ 17 მატჩი არ წაუგია, „ამიენი“ კი ლიგაში დასარჩენად იბრძვის.

სენტ-ეტიენს“ ლიგა 1-ში გადასასვლელად ორივე მატჩის მოგება სჭირდება. ეს დავითაშვილის ყოფნის შემთხვევაშიც არ იქნებოდა იოლი, მის გარეშე კი ვითარება ბევრად გართულდება“.