ფეხბურთი ეკუთვნის ყველას | ბათუმმა საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლა

16:00, 29.09.2018

„ფეხბურთი ეკუთვნის ყველას, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის, როგორ თამაშობს და რა მიზნები აქვს. ფეხბურთი ამ ბავშვების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და სწორედ ესაა სპორტის ამ სახეობის მთელი ხიბლი“ – განაცხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბათუმში, სადაც ბულვარში მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.

საფეხბურთო ფესტივალში 40 ბავშვი მონაწილეობდა -თითოეულს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მაისურები და ბურთები გადასვა, ხოლო გუნდებს – სავარჯიშო ეკიპირება და ბურთები.

აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთი ფესტივალს ფედერაციისა და „ვორიორსის“ ორგანიზებით თბილისი რამდენიმე წელია მასპინძლობს, ხოლო ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. საფეხბურთო გუნდი „ვორიორსი“ უკვე 3 წელია, რაც შეიქმნა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, 6-15 წლამდე ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებს ყველანაირ პირობას უქმნის იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი. ქალაქ ბათუმში გუნდი უკვე 2 წელია არსებობს და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აქტიური ჩართულობით, რეგულარულად ვარჯიშობს.

პროექტის არეალის გაფართოებისა და მეტი ბავშვისათვის ჩართვის მიზნით, უკვე ჩატარდა კვლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მალე გუნდების ჩამოყალიბდება ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონსა და ახალციხეში იგეგმება

„ჩვენი მიზანი და მთავარი პრიორიტეტი – ყველას მივცეთ საშუალება, ისიამოვნონ ფეხბურთით. ამიტომაცაა, რომ ჯილდო, რომელიც მოყვარულთა ლიგის პროექტის კონცეფციისთვის ავიღეთ, გვეკუთვნის ყველას, რადგან ფეხბურთის მასობრიობაა ჩვენი წარმატების ამოსავალი წერტილია. უდიდესი მადლობა ფესტივალის პარტნიორს – წიგნის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსს, ჯორჯიან ბეიქერსა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც ბათუმში აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო კლუბს დაარსების შემეგ მხარში უდგას. სწორედ ესაა ფეხბურთი – მასობრივი სპორტი და თერაპია ბავშვებისთვის, სპორტი – ყველასთვის!“ – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

მსგავსი