ფეხბურთი | ედგარას იანკაუსკასი - საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, მაგრამ ბევრ გოლს უშვებს და დაუმარცხებელი არაა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან 29 მარტს დაგეგმილ ამხანაგური მატჩამდე ლიეტუვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედგარას იანკაუსკასმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებასა და მეტოქეზე ისაუბრა.
„საქართველო ნაკრები ძლიერი და ტექნიკური გუნდია, მას საერთაშორისო დონეზე აღიარებული მოთამაშეები ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი ბევრ გოლს უშვებს, სუსტი მხარეები აქვს და დაუმარცხებელიც არაა. იმედია, მათი სისუსტეების გამოყენებას შევძლებთ.
ვილი სანიოლმა ისტორიული როლი შეასრულა, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ის ამ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებასა და ასეთი განსაკუთრებული მიზნის მიღწევასთან პირდაპირ არის ასოცირებული.
ქართველ ფეხბურთელებს, მათ მწვრთნელებსა და ფედერაციას შორის ნამდვილად კარგი ურთიერთგაგებაა. „ჯვაროსნებს“ ზედიზედ ექვსი მატჩია არ მოუგიათ, ეს მათთვის დამატებითი მოტივაციაა. მოსალოდნელია, რომ კაუნასში საქართველოს ნაკრების რეალურ ძალას ვიხილავთ. ამიტომ გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგვჭირდება და მათ ვპირდები, რომ სანახაობრივი თამაში ელოდებათ, რომელსაც ვეცდებით, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ“, – განაცხადა ედგარას იანკაუსკასმა.