ფეხბურთი | დავითაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა - ბერიძემ საგოლე გადაცემა მიითვალა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა საფრანგეთში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა „სენტ-ეტიენისთვის“, რომელიც თასის 1/32-ფინალში „ნიცასთან“ გასვლით შეხვედრაში 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 45-ე წუთზე პენალტი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 9 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

უნგრეთის ჩემპიონატში „უიპეშტის“ შემადგენლობაში თავი გიორგი ბერიძემ გამოიჩინა. „კაზინბარციკაისთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაში 63-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა საგოლე გადაცემა შეასრულა.