ფეხბურთი | დავითაშვილმა „რედ სტართან“ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
ფეხბურთი | დავითაშვილმა „რედ სტართან“ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, „რედ სტარს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რაშიც ერთ-ერთი მთავარი როლი ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და 8.2 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 65-ე წუთზე ანგარიში კევინ პედრომ გახსნა, ხოლო ლუკას სტასინმა მე-80 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ მოგების შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ 49 ქულა დააგროვა და ლიდერ „ტრუას“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ „რედ სტართან“ უპირატესობა რვა ქულამდე გაზარდა და ლიგა 1-ში გადასასვლელად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, რაც 25 წლის ფეხბურთელის კარიერაში საუკეთესო შედეგია.