ფეხბურთი | დავითაშვილმა ისევ გაიტანა – „სენტ-ეტიენი“ მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა „სენტ-ეტიენში“, რომელმაც ერთ-ერთი აუტსაიდერი – „ლავალი 2:1 დაამარცხა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურის შეხვედრაში დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 89 წუთი ითამაშა და ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა.
სტუმრებმა 23-ე წუთზე ტომასის დარტყმით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ შესვენებამდე (38), ბოაკიემ „სენტ-ეტიენი“ ისევ წინ გაიყვანა და როგორც გაირკვა, გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
„სენტ-ეტიენი“ 43 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა და ლიდერ „ტრუას“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე უკვე 11 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.