უიმბლდონის მეორე დღეს ცენტრალურ კორტზე ბრიტანელი ჩოგბურთელი თამაშობდა და თითქოს, ანშლაგი გარანტირებული იყო, მაგრამ მაყურებელმა სანახევროდაც ვერ შეავსო ტრიბუნები ბრიტანელი კეტი დანისა და ლატვიელი ელენა ოსტაპენკოს მატჩზე.
საქმე ისაა, რომ სწორედ ამ დროს იწყებოდა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალი ინგლისსა და კოლუმბიას შორის.
ადრე ინგლისში უკვე დააყენეს საკითხი უიმბლდონის ფინალის გადატანის შესახებ, რადგან ის დროში ემთხვევა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, მაგრამ ორგანიზატორებმა ეს იდეა არ მოიწონეს და საჩოგბურთო ტრადიციები პრიორიტეტად გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, თუ ფინალში ინგლისი გავა, შესაძლოა, ორგანიზატორებს საკუთარი პრინციპების გადახედვა მოუწიოთ.
ინგლისის ნაკრებმა პენალტების სერიაში დაამარცხა კოლუმბია და 7 ივნისს მეოთხედფინალში შვედეთს შეხვდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.