ფეხბურთი | „ჩელსის“ ტალანტი საქართველოსთან არ ითამაშებს - კრის ათერტონმა ირლანდიის ნაკრებში გამოსვლა გადაწყვიტა #1TVSPORT
ფეხბურთი | „ჩელსის“ ტალანტი საქართველოსთან არ ითამაშებს - კრის ათერტონმა ირლანდიის ნაკრებში გამოსვლა გადაწყვიტა #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო’ნილმა BBC Sport-თან კომენტარი გააკეთა „ჩელსის“ 17 წლის შემტევი ნახევარმცველის, კრის ათერტონის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ირლანდიის სახელით თამაში გადაწყვიტა.

„ეს დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ უნდა შევეგუოთ. მისი გამოძახება იტალიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში გვსურდა, მაგრამ ახლა ეს უკვე შეუძლებელია. ყველა მოთამაშეს აქვს არჩევანის უფლება და ათერტონმა ასე გადაწყვიტა. არ შეგვიძლია, ვაიძულოთ ფეხბურთლი, ჩრდილოეთ ირლანდიის სახელით ითამაშოს. ჩვენ მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ მას“, – განაცხადა ო’ნილმა.

კრის ათერტონი „ჩელსის“ 17 წლის შემტევი ნახევარმცველია, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიის 16 და 17-წლამდელების ნაკრებებში ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ ირლანდიის სახელით თამაში გადაწყვიტა. ათერტონი 13 წლისა და 329 დღის იყო, როდესაც ჩრდილოეთ ირლანდიის ლიგის თასზე „გლენავონში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა.