ფეხბურთი | ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის ოფიციალურმა გვერდმა „ჰაიდენჰაიმისა“ და „ზანქტ პაულის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა #1TVSPORT
ფეხბურთი | ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის ოფიციალურმა გვერდმა „ჰაიდენჰაიმისა“ და „ზანქტ პაულის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა #1TVSPORT

ჰაიდენჰაიმისა“ და „ზანქტ პაულის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბუდუ ზივზივაძე გახდა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუნდესლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია.

„მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბედი დინკჩის გოლმა გადწყვიტა, „ჰაიდენჰაიმის“ გამარჯვების მთავარი მამოძრავებელი ძალა ბუდუ ზივზივაძე იყო. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩის დასაწყისშივე (მე-3 წუთზე) გაიტანა და გუნდს წარმატებისთვის შესანიშნავი ბიძგი მისცა, მისი დაუღალავი შრომა მთელი მატჩის მანძილზე გამოსარჩევი იყო.

ზივზივაძემ 14 ორთაბრძოლა მოიგო, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგია. ქართველი თავდამსხმელი ხშირად ექცეოდა მეტოქე მცველების წნეხის ქვეშ, მაგრამ შეტევაში მაინც ყველაზე აქტიური იყო და თავის გუნდს ბურთს ხშირად უნარჩუნებდა.

დაუღალავი და ენერგიული თამაშის წყალობით, ​ზივზივაძემ გამოკითხულ გულშემატკივართა ხმების 57% მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა“, – წერს ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი.