ფეხბურთი | ბათუმის „დინამო“ თურქეთში მოემზადება და ტესტმატჩებს გამართავს #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ 21 იანვრიდან თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც სეზონის დაწყებამდე მოემზადება. გუნდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეკრება ორ ნაწილად გაიყოფა და გუნდი შვიდ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ხუთი მეტოქე უკვე ცნობილია, ორი კი უახლოეს მომავალში დაზუსტდება.
ბათუმის „დინამო“ მატჩების განრიგი:
24 იანვარს, 17:00 | „დინამო“ (ბთ) – „სლოგა დობოი“ (ბოსნია-ჰერცეგოვინა)
30 იანვარი, 17:00 | „დინამო“ (ბთ) – „სილეკსი“ (ჩრდილოეთ მაკედონია)
10 თებერვალი, 17:00 | „დინამო“ (ბთ) – „ნეფთჩი“ (უზბეკეთი)
13 თებერვალი, 11:00 | „დინამო“ (ბთ) – „ოლექსანდრია“ (უკრაინა)
16 თებერვალი, 17:00 | „დინამო“ (ბთ) – „სოგდიანა“ (უზბეკეთი)
შეკრების პირველი ეტაპი 3 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მოთამაშეები სამი დღე დაისვენებენ და 7 თებერვალს კვლავ შეიკრიბებიან.
ახალი სეზონისთვის მზადება ბათუმის „დინამომ“ 15 იანვარს დაიწყო. ამ ეტაპზე გუნდში 27 ფეხბურთელი ვარჯიშობს.