ფეხბურთი | ალექსანდრ დიმიტროვი - საქართველოს ნაკრების დარ გუნდთან ვერ გაიმარჯვებ, თუ სათანადოდ არ მოემზადე #1TVSPORT
ფეხბურთი | ალექსანდრ დიმიტროვი - საქართველოს ნაკრების დარ გუნდთან ვერ გაიმარჯვებ, თუ სათანადოდ არ მოემზადე #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველო 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ მათმა მწვრთნელმა ალექსანდრ დიმიტროვმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ, საქართველო ევრო 2024-ის მონაწილეა. ასეთ ნაკრებთან ვერ გაიმარჯვებ, თუ სათანადოდ არ მოემზადე. ჩემმა ფეხბურთელებმა ყველა მითითება კარგად შეასრულეს და ერთსულოვნებით გავიმარჯვეთ.

ბულგარეთის ნაკრების პოტენციალისა მჯეროდა და ამიტომაც დავთანხმდი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას. თამაშს კიდევ უფრო გამოვასწორებთ და შედეგებსაც გავაუმჯობესებთ“.