ფეხბურთი | „ალ იტიჰადის“ პრეზიდენტი ანმარ ალ ჰაილი ლიონელ მესის შესახებ - რა ანაზღაურებასაც მოითხოვს, გადავუხდი #1TVSPORT
ფეხბურთი | „ალ იტიჰადის“ პრეზიდენტი ანმარ ალ ჰაილი ლიონელ მესის შესახებ - რა ანაზღაურებასაც მოითხოვს, გადავუხდი #1TVSPORT

საუდის არაბეთის ლიგის კლუბის, „ალ იტიჰადის“ პრეზიდენტმა, ანმარ ალ ჰაილიმ განაცხადა, რომ მზად არის, ლიონელ მესის უნიკალური კონტრაქტი შესთავაზოს.

მისივე თქმით, როცა მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი ამოეწურა, არგენტინელ სუპერვარსკვლავს „ალ იტიჰადში“ გადაბარგება და ანაზღაურების სახით 1.4 მილიარდი ევრო შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელმა ოჯახური მიზეზების გამო წინადადება არ მიიღო.

„პატივს ვცემ მესის გადაწყვეტილებას, რადგან მან ფულზე წინ ოჯახი დააყენა – ეს ნამდვილად დასაფასებელია. მას შეუძლია, როცა უნდა ჩამოვიდეს.

თუ მესი ოდესმე „ალ იტიჰადში“ გადმოსვლას გადაწყვეტს, რა ანაზღაურებასაც მოითხოვს, გადავუხდი და იმ ხანგრძლივობის კონტრაქტს მიიღებს, როგორსაც მოისურვებს“, – განაცხადა ალ ჰაილიმ.

ამჟამად მესი ამერიკული „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს. MLS-ის (ამერიკის საფეხბურთო ლიგა) გუნდში არგენტინელი 2023 წელს გადავიდა.