ფეხბურთი | 28 წლის შემდეგ შოტლანდია კვლავ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ფეხბურთი | 28 წლის შემდეგ შოტლანდია კვლავ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT

ევროპაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპი. ჯგუფების პირველადგილოსნებმა მუნდიალის საგზურები მოიპოვეს, ხოლო მეორე ადგილზე გასულები პლეი ოფში ითამაშებენ.

ყველაზე დრამატული მატჩი გლაზგოში გაიმართა: დანიას ფრეც აძლევდა ხელს, შოტლანდიას კი „ვიკინგებთან“ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. 90 წუთის შემდეგ 2:2 იყო, თუმცა 93-ე და 98-ე წუთებზე შოტლანდიელებმა ორი გოლი გაიტანეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

ჯგუფების პირველადგილოსნები ევროპის ზონაში:

გერმანია, შვეიცარია, შოტლანდია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ავსტრია, ნორვეგია, ბელგია, ინგლისი, ხორვატია.

ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფში გაითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს:

ჩეხეთი, ალბანეთი, უელსი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, პოლონეთი, ირლანდია, თურქეთი, უკრაინა, დანია, კოსოვო, სლოვაკეთი.

მათ დაემატება ერთა ლიგის ოთხი გუნდი – შვედეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ჩრდილოეთ ირლანდია, რომლებიც მეორეადგილოსნებთან პლეი ოფში დაწყვილდებიან.

წილისყრა 20 ნოემბერს გაიმართება.