ფეხბურთელების მოთხოვნით ფინეთისა და დანიის მატჩი განახლდა #1TVSPORT
ფეხბურთელების მოთხოვნით ფინეთისა და დანიის მატჩი განახლდა #1TVSPORT

ფინეთისა და დანიის მატჩი, რომელიც კრისტიან ერიკსენის ჯანმრთელობის გაუარესების გამო 42-ე წუთზე შეწყდა, დღესვე გაიმართება.

უეფა-მ შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მოთამაშეების თხოვნით მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე განახლდა.

ვინაიდან 23:00 საათზე დაგეგმილია ამავე ჯგუფის მატჩი ბელგია-რუსეთი, მისი ხილვის საშუალება გულშემატკივარს ტელესკოლის ეთერში ექნება.