„ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ დონალდ ტრამპის ანგარიშები აღდგა
„ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ დონალდ ტრამპის ანგარიშები აღდგა

კომპანია „მეტას“ პლატფორმებზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიშები აღდგა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. დონალდ ტრამპს ორწლიანი პაუზის შემდეგ წვდომა აღუდგა „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“. ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენელი ენდი სტოუნი ადასტურებს.

ამერიკის ექსპრეზიდენტს აღნიშნულ პლატფორმებზე წვდომა 2021 წლის 6 იანვრის შემდეგ შეეზღუდა, როდესაც ტრამპის მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმი განახორციელეს. მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპის განცხადებებს, შესაძლოა, მომხმარებლების ძალადობისკენ წახალისება გამოეწვია.

დონალდ ტრამპს „ინსტაგრამზე“ 23 მილიონი, ხოლო „ფეისბუქზე“ 34 მილიონი მიმდევარი ჰყავდა.