ფეისბუქმომხმარებელი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტები მასთან მივიდნენ, როგორც დეპუტატ გია ვოლსკისთან
ფეისბუქმომხმარებელი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტები მასთან მივიდნენ, როგორც დეპუტატ გია ვოლსკისთან

​​ფეისბუქმომხმარებელი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტები მასთან, როგორც დეპუტატ გია ვოლსკისთან, ისე მივიდნენ.

„ჟურნალისტიკას დარხეული აქვს თქო რომ ვამბობ, არ მოსწონს ბევრს.

ეზოში ვმუშაობ, კარზე მესმის კაკუნი, ვაღებ კარს, ვხედავ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი დგას კამერით და მიკროფონით და მეკითხება, ბატონ გიასთან გვინდა გასაუბრება, ვეკითხები ვინ არის ბატონი გია? მპასუხობს აი, ვისთანაც თქვენ მუშაობთ (გავიხედ-გამოვიხედე, აშკარად საკუთარ ეზოში ვმუშაობ).

ვეუბნები, ჩემი სახლია ეს და ეზო, არვისთან არ ვმუშაობ. ისევ არ მნებდება და სამშენებლო ბანერზე იშვერს ხელს, აბა აქ რომ გიორგი ვოლსკი წერია? კი ბატონო, მე ვარ გიორგი ვოლსკი, ვეუბნები, უფრო გაკვირვებული მეკითხება: არა თქვენ როგორ ხართ გიორგი ვოლსკი, აბა ის სად ცხოვრობს და თუ თქვენ ხართ იმასთან რა გაკავშირებთ?

ხვალ ზეგ სიუჟეტი გაიჩითება სავარაუდოდ, რომ გია ვოლსკის ხელოსანმა ჟურნალისტები არ შეუშვა სახლში, არ გამოვრიცხავ დრონითაც გადამიღონ, როგორ ვთიბავ ბალახს და მიაბან, რომ აი ამ მუშამ არ შეგვიშვა სახლშიო“, – წერს გიორგი ვოლსკი.