„ფეისბუქმა“ კამალა ჰარისთან დაკავშირებული რასისტული და ქალთმოძულე პოსტები და კომენტარები წაშალა
„ფეისბუქმა“ კამალა ჰარისთან დაკავშირებული რასისტული და ქალთმოძულე პოსტები და კომენტარები წაშალა

„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ კამალა ჰარისთან დაკავშირებული რასისტული და ქალთმოძულე პოსტები და კომენტარები წაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ პოსტები მას შემდეგ წაშალა, რაც „ბიბისიმ“ სამი ჯგუფი გამოავლინა, რომლებიც სიძულვილის ენის შემცველ მასალას თავიანთ გვერდებზე რეგულარულად აზიარებდნენ.

„ფეისბუქის“ ადმინისტრაციის განცხადებით, სიძულვილის ენის შემცველი პოსტების 90 პროცენტი პლატფორმის რეგულაციების დამრღვევ პოსტად მონიშვნამდე იშლება.