„ფეისბუქის“ სამეთვალყურეო კოლეგიამ დონალდ ტრამპის ანგარიშების მუდმივი დაბლოკვა არაპროპორციულად მიიჩნია
„ფეისბუქის“ შიდა სამეთვალყურეო კოლეგიამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი გვერდების განბლოკვა-დაბლოკვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
კოლეგიამ „ფეისბუქის“ მხრიდან ანგარიშების მუდმივი დაბლოკვის თემა გააკრიტიკა, „არაპროპორციულად“ მიიჩნია და აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში გამოყენებული უნდა იქნას იგივე მიდგომები, როგორიც სხვა მომხმარებლების შემთხვევაშია.
ზემოხსენებულის საპასუხოდ, „ფეისბუქმა“ დღეიდან ექვსი თვის ვადაში ხელახლა უნდა განიხილოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სოციალური ქსელის წესებთან უნდა იყოს შესაბამისობაში.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სამეთვალყურეო კოლეგიის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.