„ფეისბუქის“ მომხმარებელთა საჩივრებს დამოუკიდებელი ექსპერტები შეისწავლიან
„ფეისბუქის“ მომხმარებელთა საჩივრებს დამოუკიდებელი ექსპერტები შეისწავლიან

„ფეისბუქის“ მომხმარებელთა საჩივრებს დამოუკიდებელი ექსპერტები შეისწავლიან.

როგორც სოციალური ქსელის მესვეურები აცხადებენ, ექსპერტთა ჯგუფი დეტალურად გაარკვევს, რა მიზეზით წაშალეს „ფეისბუქიდან“ ესა თუ ის მასალა. მათი გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იქნება.

დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოში 40 ექსპერტი იმუშავებს, რომლებსაც სამი წლის ვადით დანიშნავენ. თითოეულ საჩივარს ხუთი ექსპერტი განიხილავს. ერთადერთი პირობა, რა დროსაც წაშლილი მასალის აღდგენა არ მოხდება, არის ის, თუ კონტენტი კანონმდებლობას არღვევს.

„ფეისბუქის“ მომხმარებელთა უფლებების დამცველი საბჭო 2020 წლიდან დაიწყებს მუშაობას.