„ფეისბუქის“ 267 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები ინტერნეტით გაავრცელეს
„ფეისბუქის“ 267 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები ინტერნეტით გაავრცელეს

„ფეისბუქის“ 267 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები ინტერნეტით გაავრცელეს.

ინფორმაციას ბრიტანული ვებგვერდი „კომპატითექი“ ავრცელებს. ექსპერტების შეფასებით, ინტერნეტში თავისუფლად არის ხელმისაწვდომი სოციალური ქსელის მომხმარებელთა სახელები და ტელეფონის ნომრები.

ჰაკერების მსხვერპლი ძირითადად აშშ-ის მოქალაქეები არიან.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ფეისბუქის“ პირადი მონაცემები ვიეტნამელმა ჰაკერებმა გაავრცელეს.

მომხდარის შესახებ „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია ინფორმირებულია და გამოძიება დაწყებულია.