ფედერიკო ვალვერდემ „ვილიარეალის“ ფეხბურთელს სახეში გაარტყა - დაზარალებული პოლიციას მიმართავს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ფედერიკო ვალვერდემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ვილიარელის“ ნახევარმცველს, ალექს ბაენას ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ, რომელშიც „რეალმა“ შინ 2:3 წააგო.
წყაროს ცნობით, ვალვერდე ბაენას მოედანზე ელოდებოდა, სადაც გუნდების ავტობუსები იდგა. „რეალის“ ფეხბურთელმა ბაენას სახეში გაარტყა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა ვალვერდეს საქციელის მიზეზი. Marca წერს, რომ კონფლიქტი ჯერ კიდევ ესპანეთის თასის იანვრის მატჩიდან დაიწყო, როცა თამაშის მსვლელობისას ბაენამ ფეხში ჩაარტყა ვალვერდეს და უთხრა: „იტირე ახლა, როცა შენი შვილი არ დაიბადება“. აღნიშნავენ, შაბათის მატჩშიც ბაენამ ისევ რაღაც თქვა ურუგვაელის მისამართით.
სახეში გარტყმამდე ვალვერდემ უთხრა ბაენას, რომ აღარასოდეს არაფერი ეთქვა მისი ოჯახის შესახებ.
ახლა „ვილიარეალის“ ფეხბურთელი განიხილავს ვალვერდეს წინააღმდეგ პოლიციაში განცხადების შეტანას. წყაროს ცნობით, „ვილიარეალს“ გააჩნია თავდასხმის ვიდეოჩანაწერი.