ესპანური გამოცემა Sport-ი ამტკიცებს, რომ „იუვენტუსის“ ფორვარდმა, ფედერიკო კიეზამ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა „ბარსელონასთან“.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ჩამოაშორეს ტურინული კლუბის ძირითად შემადგენლობას, რადგან ის არ შედის მთავარი მწვრთნელის, ტიაგო მოტას გეგმებში, ხოლო მისი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. კიეზას ახალი კლუბის ძიება მოსთხოვეს და ფეხბურთელი ელოდა წინადადებას ისეთი გუნდისგან, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის. სწორედ ამიტომაც უთხრა მან უარი „რომასა“ და „ნაპოლის“.
კიეზას ესმის, რომ ცოტა ვარიანტი აქვს, ამიტომაც არ შეუძლია, მოითხოვოს ხელფასი წელიწადში შვიდი მილიონის ოდენობით. ის დათანხმდა ხელფასის შემცირებას 4.5 მილიონ ევრომდე, თუ „ბარსელონა“ მას სამწლიან კონტრაქტს მისცემს.
კატალონურ კლუბს ჯერ კიდევ წინ აქვს „იუვენტუსთან“ ტრანსფერის თანხაზე შეთანხმება. ტურინული კლუბი მზად არის, გამოეთხოვოს თავის ფეხბურთელს დაახლოებით 15 მილიონ ევროდ, „ბარსელონას“ კი არ შეუძლია 14 მილიონზე მეტის გადახდა.