„ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ დაადასტურა, რომ ფედერიკო კიეზას კლუბიდან წასვლის წინააღმდეგი არ არის.
„ჩვენ ერთმანეთს შობის წინ შევხვდით, – ციტირებს „ფიორენტინას“ პრეზიდენტის სიტყვებს Goal-ი, – „წასვლა თუ უნდა, რა თქმა უნდა, გავუშვებთ, მაგრამ კარგი შემოთავაზება უნდა მივიღოთ“.
მისმა ფასმა დაიწია, მაგრამ ტრანსფერის თანხა ჩვენთვის ხელსაყრელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ ფედერიკო გუნდში დარჩება“.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიეზას შეძენა „იუვენტუსს“, „ინტერსა“ და „ჩელსის“ სურთ.
მიმდინარე სეზონზე თავდამსხმელმა „ფიორენტინას“ შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.