ფედერიკა მოგერინი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობებს დადებითად აფასებს
ფედერიკა მოგერინი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობებს დადებითად აფასებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ მოგერინიმ ბრიუსელში, ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ძალიან კარგი ნაბიჯები გადავდგით წინ ექვსივე აღმოსავლეთ პარტნიორთან, თითოეულ მათგანთან თავიანთი მიმართულებით. შემიძლია ვთქვა, რომ პროგრესი არის. სამუშაო, რომელსაც მათთან ერთად ვასრულებთ, უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, არამედ ჩვენთვისაც“, – განაცხადა მოგერინიმ.

ფედერიკა მოგერინის თქმით, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოქტომბერში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრებენ.

„ჩვენ გვექნება დებეტები აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი ჩვენი მხარდაჭერის საკითხზე. ისინი ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორები და მეგობრები არიან“, – აღნიშნა ევროკომისარმა.