პირველ სათამაშო დღეს უიმბლდონის კაცების ტურნირზე ერთი სენსაცია დაფიქსირდა. სტენ ვავრინკამ, რომელიც ბოლოდროინდელი წარუმატებლობებისა და ტრავმიანობის გამო, რეიტინგში 224-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, 2 საათსა და 53 წუთში ოთხ სეტში გაუსწორდა ბულგარელ ფავორიტს გრიგორ დიმიტროვს – 1:6, 7:6(3), 7:6(5), 6:4. აღსანიშნავია, რომ დიმიტროვს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (4 3-ის წინააღმდეგ).
შემდეგ წრეში გავიდა პირველ ნომრად განთესილი მოქმედი ჩემპიონი როჯერ ფედერერი, რომელმაც ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა სერბი დუშან ლაიოვიჩი. საათსა და 19 წუთში როჯერს 8 ეისი, ბადესთან მოგებული 22 ქულა და ცხრიდან სამი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. მის მეტოქეს კი ერთი ბრეიკ-პოინტიც არ გამოუმუშავებია მატჩში.
ფედერერმა 6:1, 6:3, 6:4 მოიგო და მეორე წრეში სლოვაკ ლუკაშ ლაჩკოს შეხვდება.
კაცები
I წრე
ფედერერი (შვეიც, 1)-ლაიოვიჩი (სერ) 6:1, 6:3, 6:4
ჩილიჩი (ხორ, 3)-ნიშიოკა (იაპ) 6:1, 6:4, 6:4
ვავრინკა (შვეიც)-დიმიტროვი (ბულ, 6) 1:6, 7:6(3), 7:6(5), 6:4
ანდერსონი (ს. აფრ, 8)-გომბოში (სლოვაკ) 6:3, 6:4, 6:4
ისნერი (აშშ, 9)-მადენი (გერ) 6:2, 7:6(4), 7:5
კუერი (აშშ, 11)-ტომპსონი (ავსტრა) 6:2, 6:4, 6:3
რაონიჩი (კან, 13)-ბროუდი (ბრიტ) 7:5, 6:0, 6:1
მედვედევი (რუს)-ჩორიჩი (ხორ, 16) 7:6(6), 6:2, 6:2
პუიე (საფ, 17)-კუდლა (აშშ) 6:3, 6:3, 2:6 6:3
მანარინო (საფ, 22)-გარინი (ჩილ) 6:3, 1:6, 7:6(4), 6:2
მონფილსი (საფ)-გასკე (საფ, 23) 7:6(6), 7:5, 6:4
კოლშრაიბერი (გერ, 25)-დონსკოი (რუს) 6:2, 6:4, 7:5
ხარი (ჩილ)-კრაინოვიჩი (სერ, 28) 6:3, 3:6, 7:6(5), 6:4
ციციპასი (საბ, 31)-ბარერი (საფ) 6:3, 6:4, 6:7(3), 7:5
შტრუფი (გერ)-ლ. მაიერი (არგ, 32) 3:6, 6:7(5), 7:6(5), 7:6(5), 6:1
ლაჩკო (სლოვაკ)-ბონზი (საფ) 4:6, 6:3, 7:6(5), 6:4
კარლოვიჩი (ხორ)-იუჟნი (რუს) 4:6, 7:5, 7:6(7), 6:3
ჰარისონი (აშშ)-კარბალიესი (ესპ) 6:1, 6:4, 6:2
გარსია ლოპესი (ესპ)-ელიაში (პორ) 6:2, 6:4, 6:2
სტახოვსკი (უკრ)-სოუზა (პორ) 6:3, 6:3, 5:7, 1:6, 6:4
ლორენცი (იტა)-ჯერე (სერ) 7:6(1), 6:7(3), 6:2, 6:4
მიულერი (ლუქ)-მო (აშშ) 7:5, 4:6, 7:6(7), 3:6, 6:1
სეპი (იტა)-სმიტი (ავსტრა) 6:2, 6:4, 6:1
პეია (არგ)-კუბლერი (ავსტრა) 6:4, 7:5, 4:6, 7:6(3)
მაკდონალდი (აშშ)-ბერანკისი (ლიტ) 4:6, 7:6(6),6:3, 7:6(6)
ნოვაკი (ავსტრია)-პოლანსკი (კან) 6:2, 6:3, 7:6(7)
მილმენი (ავსტრა)-ტრავალია (იტა) 6:7(6), 6:3, 7:5, 6:2
ბემელმანსი (ბელ)-ჯონსონი (აშშ) 7:5, 6:3, 4:6, 6:7(0), 8:6
ბედენე (სლოვენ)-ნორი (ბრიტ) 4:6, 7:6(4), 7:6(4), 6:4
დონალდსონი (აშშ)-ჟაზირი (ტუნ) 7:6(5), 6:3, 6:1
ფაბიანო (იტა)-ბამბრი (ინდ) 2:6, 6:3, 6:3, 6:2.