ფედერერი, ჯოკოვიჩი და ნადალი ყველაზე გავლენიანი ჩოგბურთელების ხუთეულში მოხვდნენ
ავტორიტეტულმა გამოცემა „ეკიპმა“ ჩოგბურთში 20 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა.
ტოპ-ხუთეულში მოხვდა ოთხი მოქმედი ჩოგბურთელი: შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ამერიკელი სერენა უილიამსი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი რაფაელ ნადალი, აგრეთვე, ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორი კრეიგ ტილი.
შემდეგ სიაში მოდიან: ბილი ჯინ კინგი, აგენტები, ანდრეა გაუდენცი (ATP-ის შეფი), სტივ საიმონი (WTA-ის შეფი), სტეისი ალასტერი (აშშ-ის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი), სალი ბოლტონი (უიმბლდონის ვიცე-პრეზიდენტი), არნო ბოსხი (Rolex-ის პიარ-დირექტორი), ბერნარ გიუდიჩელი (საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), ენდი მარეი, პატრიკ მურატოგლუ (მწვრთნელი), დარენ კეიჰილი (მწვრთნელი), ჯონ მაკინროი, ლარი ელისონი (ინდიან უელსის „მასტერსის” მფლობელი), იონ ცირიაკი (მადრიდის „მასტერსის” მფლობელი) და ნოა რუბინი (პროექტ Behind the Racquet-ის დამფუძნებელი).