ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა გამოაცხადა თავისი გეგმის შესახებ – მონაწილეობა მიიღოს მომავალ წელს უიმბლდონის გათამაშებაში. 2020 წელს, ეს ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.
„რაც შემეხება მე, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენი ხანი შინ ვიმყოფები. ბოლო 25 წელიწადია ამგვარი რამ არ მქონია. რა თქმა უნდა, მომენტრა უიმბლდონი და ვისურვებდი დღეს იქ თამაშს. იმედია, შევძლებ მომავალ წელს ტურნირზე გამოსვლას. დღეს სწორედ უიმბლდონია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ვაგრძელებ სპორტული ფორმის აღდგენას ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ“, – განაცხადა ფედერერმა France 24-თან კომენტარში.
ადრე შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა გამოაცხადა, რომ წელს პროფესიულ ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებს.