ფედერაციის თასზე საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები სერბეთსა და ბულგარეთს შეხვდება
ფედერაციის თასზე საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები სერბეთსა და ბულგარეთს შეხვდება

ფედერაციის თასის გათამაშებაზე საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ევროპა-აფრიკული ზონის პირველი ლიგის A ჯგუფში სერბეთისა და ბულგარეთის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. ტურნირს 7-დან 10 თებერვლის ჩათვლით ტალინი უმასპინძლებს.

A ჯგუფის გამარჯვებული პლეი-ოფში D ჯგუფის (პოლონეთი, თურქეთი, ავსტრია, ლატვია) გამარჯვებულს შეხვდება.

პლეი-ოფის ჩემპიონი კი 2019 წელს მსოფლიოს II ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.