ფატუ ბენსუდა - ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობის დროს შესაძლოა, რომის დებულებით გათვალისწინებული დანაშაულებია ჩადენილი
ფატუ ბენსუდა - ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობის დროს შესაძლოა, რომის დებულებით გათვალისწინებული დანაშაულებია ჩადენილი

ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობის დროს შესაძლოა, რომის დებულებით გათვალისწინებული დანაშაულებია ჩადენილი, – ამის შესახებ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლემ, ფატუ ბენსუდამ განაცხადა.

„დიდი შეშფოთებით აღვნიშნავ დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით, ასევე ღაზასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის გამწვავებას და რომის დებულებით გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენას“,- განაცხადა ბენსუდამ.

ჰააგის სასამართლოს მოსამართლემ 3 მარტს გამოაცხადა, რომ ისრაელისა და პალესტინელების მიერ დასავლეთ ნაპირზე, ღაზასა და აღმოსავლეთ იერუსალიმში 2014 წლის შემდეგ ჩადენილ ქმედებებზე გამოძიებას იწყებს. ისრაელის ხელისუფლების თქმით, სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხის გამოსაძიებლად.