ფატმა სერენ იაზგანი - იმედს გამოვთქვამ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს
ფატმა სერენ იაზგანი - იმედს გამოვთქვამ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს

იმედს გამოვთქვამ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახსა და ახლობლებს, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია არის ჩართული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის გარშემო.

„ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ამ ქეისზე, გარდა ამისა აქტიურად მუშაობს საზოგადოებაც, რომ ექიმი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში. იმედს გამოვთქვამ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახსა და ახლობლებს. ზოგადად მიმაჩნია, რომ სამედიცინო პერსონალი არასდროს უნდა აღმოჩნდეს მსგავს ვითარებაში“, – აღნიშნა ელჩმა.